SARS-CoV-2 (COVID-19) პაციენტების ნაკადების მართვა კოვიდ ცენტრებში

აწსუ მედიცინის ფაკულტეტი აგრძელებს შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ფარგლებში ლექციების ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის, აღნიშნული შინაარსობრივ კავშირშია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული გადამზადების ტრენინგ-კურსით „Covid-19“ განსაზღვრულ მიზნებთან.

კოვიდ ცენტრებში პაციენტების ნაკადების მართვის შესახებ მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებს ესაუბრათ მიხეილ შავგულიძე- ქუთაისის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს ხარისხის დირექტორი, კოვიდ პროცესების ლიდერი.