SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში თამარ მეფარიშვილი

აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გადამზადების ტრენინგ-კურსის ფარგლებში მოისმინეს იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური ეპიდემიოლოგის თამარ მეფარიშვილის ლექცია თემაზე: ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში, განხილულ იქნა ეპიდსიტუაციაში ის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია სამედიცინო დაწესებულებაში COVID 19 ინფექციის გავრცელების პრევენციისაკენ. სტუდენტები გაეცნენ ინფექციის ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების წესებს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთათვის.