გრძელდება აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გადამზადების ტრენინგ-კურსი, ინფექციონისტი პროფესორ დარეჯან ხაჭაპურიძე სტუდენტებს ესაუბრა ინფექციის მომატებული შემთხვევების, COVID-19 ინფექციის გართულებების და მაღალი რისკის ჯგუფების შესახებ. ცხადია, დისკუსიის აქტუალურ თემად რჩება ინფექციის გავრცელების მომატებული რისკები და პრევენციის ზომები.