დალი ქობულაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო
პანდემია ვრცელდება როგორც ტალღა, მსოფლიო COVID -19 წინააღმდეგ იბრძვის - პაციენტების ტესტირებითა და მკურნალობით, მოქალაქეების იზოლაციითა და შეზღუდვებით, მასშტაბური შეკრებების გაუქმების გზით.
პანდემიის მეორე ტალღის მიმდინარეობის პირობებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შეზღუდვების მნიშვნელობაზე ესაუბრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ეპიდემიოლოგი დალი ქობულაძე და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ, თუ რამდენად აქტუალურია კოვიდ ინფექციის პრევენციის ღონისძიებების გატარება და დაცვა.