SARS-CoV-2 - კაცობრიობის გამოწვევა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს Covid 19 გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით.

დღეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნანა შავლაყაძე ფართო აუდიტორიას ესაუბრა Covid 19 ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არსებული უახლესი კვლევების მონაცემების შესახებ. აღნიშული შეხვედრა დაიგეგმა საინფორმაციო კამპანიის #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის ფარგლებში და გვჯერა, ხელს შეუწყობს მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის წარმატებით განხორციელებას, რაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღია.