აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი COVID 19 ვაქცინაციის მხარდასაჭერად აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს კამპანიის #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის ფარგლებში.
ამჟამად ონლაინ აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდნენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რაგიონალური დეპარტამენტის ეპიდემიოლოგი დალი ქობულაძე და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე სტურუა. მათ ისაუბრეს ვაქცინების ტიპების, მოქმედების მექანიზმებისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე, COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული მწვავე ალერგიული რეაქციების დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ სწორედ ვაქცინაცია არის პანდემიის შეჩერების ეფექტური საშუალება!