სტუდენტური კონფერენცია

1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე ტრადიციად იქცა. ამჯერად მე-9 სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციის “პანდემიის შემდგომი მსოფლიო” ფარგლებში პარალელურად 5 სესია მუშაობდა, სადაც წარმოდგენილი იქნა სტუდენტთა შრომები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და კლინიკური მედიცინის მიმართულებებით.

თანაბრად საინტერესო იყო სტუდენტების მიერ, როგორც კლინიკურ გარემოში მათი ინტეგრაციის შედეგად მომზადებული შრომები, ასევე მათ მიერ სამედიცინო განათლებაში ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელთა მიზანი იყო პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების შეფასება და შედეგების ანალიზი.

#ისწავლემედიცინააწსუში