4 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აწსუ მედიცინის ფაკულტეტის და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის პარტნიორობით საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების ტრადიციული რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა. საქართველოს ყველა კუთხიდან დარგის წამყვანი სპეციალისტები აქტიურად განიხილავდნენ სიახლეებს ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, გავრცელებულ გართულებათა პროფილაქტიკის და მართვის საკითხებს.