2022 წლის 20 – 24 ივნისს მედიცინის ფაკულტეტის პროფ. თამარ ვალიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა გრანადას უნივერსიტეტში ჩატარებულ მკვლევართა განვითარების მესამე საერთაშორისო კვირაში (The 3nd International Researcher Development Week (IRDW), 32 ქვეყნიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ გრანადის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კვლევითი ჯგუფების მუშაობას.
აღნიშნული კვირეულის ღონისძიების მიზანია კვლევის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. გრანადის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გზას უხსნის სამომავლო საერთაშორისო კოლაბორაციის ახალ შესაძლებლობებს.