ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერენცია „AMEE Lyon 2022“ მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა პარალელურად მიმდინარე 563 სესიით, 164 გამოფენითა და 4700-ზე მეტი მონაწილით მსოფლიოს 87 ქვეყნიდან. აღნიშნულ კონფერენციაზე 2055 მომხსენებელს შორის იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები: პროფ. ირინე ფხაკაძე, პროფ. თამარ ვალიშვილი. მათ მიერ სამედიცინო ექსპერტების წინაშე წარდგენილი იქნა შრომები „COVID 19 გამოწვევების მართვა, აწსუ პრაქტიკა" და "ონლაინ PBL მეთოდის დანერგვა".
მიმდინარე 2022 წელი საიუბილეოა, AMEE - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციას 50 წელი შეუსრულდა, ასოციაციის პრეზიდენტმა პროფ. ტრევორ გიბსმა ლიონის ქალაქის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საპატიო სტუმრებისა და AMEE სპეციალისტებისათვის საზეიმო გალა საღამო გამართა, პრეზიდენტის მიღებას ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფ. ირინე ფხაკაძე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნული ორგანიზაციის წევრია 2014 წლიდან.