აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტზე საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფედერაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისიტეტის, გერმანული კომპანია DŰRR DENTAL, ქართულ-გერმანული იმპლატაციის ცენტრის HIBI-dent implant, სასწავლო ცენტრ PERO&PERI-IMPLANT სტუდიო და კომპანია Dentstal (DURR Dental-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) მხარდაჭერით ჩატარდა ქართულ-გერმანული საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „პაროდონტიტი და პერიიმპლატიტი - ბიოლოგიურად მინიმალური ინვაზიური მიდგომა“.
სპიკერები: ივან ჩატოვიჩი, პაროდონტოლოგი, ხორვატიის პაროდონტოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, იმპლანტოლოგიის მაგისტრი. მიხეილ ნასონოვი, გერმანელი კომპანია DŰRR DENTAL-ის ოფიციალური პასუხისმგებელი კავკასიის რეგიონში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის ყბა-სახის ქირურგებმა, ომპლანტოლოგებმა, რეზიდენტებმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა. კონფერენციის ფარგლებში ქუთაისის რეგიონალურ სტომატოლოგიურ ცენტრში ჩატარდა მასტერ კლასი პაროდონტიტის და ჰერიიმპლატიტის არაქირურგიული მკურნალობის მეთოდებზე თანამედროვე უნიკალური აპარატით Vector Pavo-ი სისტემის გამოყენებით.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონფერენციის ორგანიზატორებს, სპიკერებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს პროფ. ი. ფხაკაძეს და სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტის კორდინატორ პროფესორ თ. ლობჟანიძეს შორის, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
კონფერენციის მთავარმა ორგანიზატორმა კომპანია Dentstal-ის დირექტორმა, ქართულ-გერმანული კომპანიის DŰRR DENTAL-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ნუკრი ბეჟუაშვილმა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტს სტუდენტებისათვის საჩუქრად გადასცა Vector Pavo-ი სისტემის აპარატი, რომელსაც მომავალი ექიმები გამოიყენებენ პრაქტიკული სწავლების პროცესში.