2021 წლის 23 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშოაბა დაიწყო „ცოდნის ცენტრის“ სამუშაო ჯგუფმა მამული ბუჭუხიშვილის კოორდინაციით. შეხვედრაზე განხილული იქნა UNICEF-ის მიერ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში დაფუძნებულ ბავშვთა უფლებების ცენტრის მიერ ჩასატარებელი სამუშაოები. დამუშავდა ერთი წლის განმავლობაში შესასრულებელი სამოქმედო გეგმა, ცენრის ლოგოს და ვებგვერდის დიზაინი. შეირჩა ცენტრის მანდატზე მომუშავე გუნდი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართლება პერიოდულად.