26 ნოემბერს შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა აწსუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტმენტის და ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) მიერ ჰორნბის საგანმანათლებლო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი იყო მასწავლებლების პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ხელშეწყობა, მათი აღჭურვა კვლევის მეთოდების ცოდნითა და მისი პრაქტიკული განხორციელების უნარ-ჩვევებით. პროექტი განახორციელეს ასოც. პროფესორებმა ნინო ნიჟარაძემ, მაია ალავიძემ და ნათია ზვიადაძემ და მასში ჩართული იყვნენ იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. შემაჯამებელ კონფერენციაზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები. პრეზენტაციებს მოჰყვა შეკითხვები და დისკუსია. კვლევებს მაღალი შეფასება მისცა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. მამული ბუჭუხიშვილმა და მომხსენებლები პედაგოგიური ფაკულტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ახორციელებს unicef-ის საგრანტო პროექტს „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განთლების მხარდაჭერით".
დასრულდა პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართა ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში.
2022 წლის 17 ივნისს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მოხდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმის შესაბამისად, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანს წარმოადგენს საქართველოში: ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა, განათლების საერთო ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა, განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2022 წლის 1 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონალური ოფისის მრჩეველ ალბერტო მუსატი და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს განყოფილების წარმომადგენლები შეხვედნენ უნივერსიტეტისა ხელმძრვანელებს და პედაგოგიური ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
2022 წლის 3 მაისს ტყიბულის მნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლაში (დირექტორი ირინა ბერეკაშვილი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ტყიბულის მნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლა.