პედაგოგიკის დეპარტამენტი

1933 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისთანავე შეიქმნა პედაგოგიკის კათედრა. 1952 წლიდან პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრა გაერთიანდა და შეიქმნა პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრა. ასეთი სახით კათედრამ იარსება 1990 წლამდე. 1990 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პედაგოგიკა - ფსიქოლოგიის კათედრა გაიყო და ჩამოყალიბდა პედაგოგიკის კათედრა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული.
კათედრა წლების განმავლობაში ემსახურებოდა მომავალი მასწავლებლების აღზრდას. მას თავისი კანონზომიერებანი გააჩნია და შესაბამის მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. სწორედ ამ მიმართებით წარმართავდა თავის მუშაობას პედაგოგიკის კათედრა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პედაგოგიური მეცნიერების და პედაგოგიური პრაქტიკის, გამოცდილების ურთიერთკავშირის პრობლემას, რომელთა ცოდნა თითოეული მასწავლებლის კომპეტენტურობის ბირთვს წარმოადგენდა და წარმოადგენს.
2006 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით პედაგოგიკის კათედრას ეწოდა პედაგოგიკის დეპარტამენტი.
2006 წლიდან დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: 1. საბაკალავრო პროგრამები: დაწყებითი განათლება, მასწავლებლის მოსამზადებელი (minor პროგრამა), მასწავლებლის მოსამზადებელი (ერთწლიანი პროგრამა);2. სამაგისტრო პროგრამები: განათლების მეცნიერებები; საგნის (საგანთა ჯგუფის) მეთოდიკა და მეთოდოლოგია; 3. სადოქტორო პროგრამები: განათლების მეცნიერებები; პედაგოგიკის თეორია და ისტორია.
2010 წლიდან დეპარტამენტში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინკლუზიური განათლების დასანერგად.
წლების განმავლობაში დეპარტამენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პედაგოგიური პრაქტიკის ჩატარების ორგანიზაციისა და სრულყოფის ტექნოლოგიას. სტუდენტები იღრმავებენ პედაგოგიკაში, სწავლებისა და განვითარების თეორიებში, ინკლუზიურ განათლებაში, სასწავლო კურსის მეთოდიკებში მიღებულ თეორიულ ცოდნას. პრაქტიკულად ეცნობიან თანამედროვე განათლების სისტემას, მისი სამართლებრივი აგების საფუძვლებს, სწავლების ორგანიზაციის ფორმებს, შეფასების სისტემას, სწავლების თანამედროვე მეთოდებს. თითეული სტუდენტი ატარებს პრაქტიკის კვლევას მის მიერ ჩატარებული მუშაობიდან გამომდინარე, იძლევა სათანადო რეკომენდაციებს სასწავლო პროცესისა და პრაქტიკის სრულყოფასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთ თქმული ხელს უწყობს სტუდენტებში პედაგოგიური პროფესიისადმი სიყვარულის გაღვივებას.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 იმერ ბასილაძე პროფესორი
2 მაია ახვლედიანი ასოცირებული პროფესორი
3 ნინო ორჯონიკიძე ასოცირებული პროფესორი
4 ნატო ქობულაძე ასოცირებული პროფესორი
5 იაგორ ბალანჩივაძე ასოცირებული პროფესორი
6 ნატო დვალი ასოცირებული პროფესორი
7 ქეთევან ძოწენიძე ასოცირებული პროფესორი
8 ნინო სოხაძე ასოცირებული პროფესორი
9 ნინო გელენიძე ასოცირებული პროფესორი
10 თამარ დოგრაშვილი ასოცირებული პროფესორი
11 სოფიო მორალიშვილი ასოცირებული პროფესორი
12 ირინე გოგიბერიძე ასისტ-პროფესორი