საჯარო ლექცია „ბავშვთა უფლებები - დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი“

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, დოქტორ ღასან ხალილმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის და დაწყებითი სწავლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია „ბავშვთა უფლებები - დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი“.

ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და დოქტორ ღასან ხალილმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვის უფლებების დაცვის როლის შესახებ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.