იმერეთის სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება

2021 წლის 28 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში, გაიმართა usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის მასშტაბით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული სკოლების მოსწავლეთა დაჯილდოება.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ქონდათ იმერეთის 373 სკოლის მოსწავლეებს. კონკურსში განსაკუთრებით აქტიური მონაწილეობა მიიღო: ქუთაისის მე-3, წყალტუბოს მე-2 და მე-4, სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის, თერჯოლის №1, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითისა და ნაგარევის საჯარო სკოლებმა.
ზემოთ აღნისნული სკოლის მოსწავლეები გახდნენ კონკურსში გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მათ მიერვე შექმნილი ზღაპრების კრებულები. შეხვედრას ესწრებოდნენ: პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, მამული ბუჭუხიშვილი. USAID საბაზისო განათლების კოორდინატორი იმერეთში ნატო ქობულაძე, USAID საბაზისო განათლების ტრენერები : შორენა ტყემალაზე და ნოდარ ცაგარეიშვილი. USAID საბაზისო განათლების პროექტის ასისტენტი, მაია ბუჭუხიშვილი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეოდნენ გამარჯვებული სკოლების მასწავლებლები.
ვულოცავთ პატარა მწერლებს და მათ მასწავლებლებს ახალ 2022 წელს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, აღნიშნული მასალები განათავსოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში.

2021 წლის 23 დეკემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა სიმპოზიუმი „წლის საუკეთესო მიღწევა“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 2021 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად მიჩნეულ იქნა, გაეროს ბავშვთა ფონდის, unicef-ისა და უნივერსიტეტის მიერ 2020 წლის 1 დეკემბერს დაფუძნებული „ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი“ და მისი საქმიანობა.
ცენტრის სამუსაო მიმართულებებია: მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო, სამაგისტო პროგრამა განათლების მეცნიერებები და სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამებში ბავშვის უფლებების სწავლების გაძლიერება. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის, მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის და მოსწავლეებისათვის, უცხოელი ექსპერტების ჩარტულობით, აკრედიტირებული სატრენინგო მოდულების მომზადება.
აღნიშნული მოდულების გავლის შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგროვონ სამინისტროს მიერ მასწავლებელთა კარიერული წინსვლისათვის საჭირო კრედიტები.
სიმპოზიუმზე ასევე წარდგენილი იქნა, ფაკულტეტზე მიმდინარე დიდი პროექტი USAID საბაზისო განათლების შესახებ (ხელმძღვანელი ნატო ქობულაძე), რომლის განხორციელებაში ჩართულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოიცავს იმერეთის 373 სკოლას. პროექტი გრძელდება 4 წლის განმავლობაში.
სიმპოზიუმზე ცენტრის ანგარიში წარადგინა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა, ცენტრის ხელმძღვანელმა მამული ბუჭუხიშვილმა.
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, აღნიშნული მასალები განათავსოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში.
28 დეკემბერი ღეს, აწსუ-ს ბავშვის უფლებების ცენტრში, გაიმართა იმერეთის სკოლების მოსწავლეთა დაჯილდოება. მოსწავლეებს გადაეცათ usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მათ მიერვე შექმნილი ზღაპრების კრებულები.
ვულოცავთ პატარა მწერლებს 2022 წელს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!