2022 წლის 2 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის №23 საჯარო სკოლის (დირექტორი ნესტან სიხარულიძე) მოსწავლეებთან, რომელსაც უძღვებოდნენ: სკოლის მენტორი მასწავლებელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი შორენა ტყემალაძე და სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, ბავშვის უფლებათა კონვენციის 32-ე მუხლზე, „ბავშვის შრომა“. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ მოქმედებს ბავშვის შრომა განათლებაზე და ჯანმთელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ღასან ხალილი, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები: მაია ქურციკიძე და ეთერ კირცხალია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.
მადლობა ვუხდით: გაეროს ბავშვთა ფონდ (unicef)-ს, სკოლის ხელმძღვანელობას, მენტორ მასწავლებელს და სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ბავშვის უფლებათა ცენტრში ასეთი აქტივობის დაგეგმვისათვის.