პედაგოგიური ფაკულტეტი 2022 წლის 25-26 ივნისს ატარებს X საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“, მიძღვნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილისადმი.
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური) ფორმატით
კონფერენციის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებია:
1. პედაგოგიკა
2. სწავლების მეთოდიკა
3. განათლების ფილოსოფია და ფსიქოლოგია
4. განათლების მენეჯმენტი
5. ბავშვის უფლებები საგანმანათლებლო დაწესებულებებში
კონფერენციის ჩატარების ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი. ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, მე-2 კორპუსი.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საკონფერენციო მოხსენება მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული და მონაწილის აპლიკაციას უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი