unicef-ის კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება

2022 წლის 22 მარტს ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლაში ( დირექტორი ნესტან სიხარულიძე) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ქუთაისის №23 საჯარო სკოლა.
შეხვედრაში ესწრებოდნენ პარტნიორები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს სჯარო სკოლები.

სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი -მამული ბუჭუხიშვილი, ქუთაისის რესურცენტრის ხელმძღვანელი-მაია ცქიტიშვილი, ბავშვის უფლებათა ექსპერტები: ნატო ქობულაძე, მადონა ბასილაძე და შორენა ტყემალაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.