ტრენინგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში

2022 წლის 17 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის უფლებატა ექსპერტი ნატო ქობულაძე.

ტრენინგში მონაწილეობდნენ: ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №1 ფილიალიდან №18 ფილიალის ჩათვლით პირველი ცვლის აღმზრდელები. ტრენინგზე განხილულ იქნა ბავშვთა უფლებების კონვენციის მუხლები: განათლების, ტრენინგში მონაწილეობდნენ: სოციალური დაცვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის, თამაშის, დასვენების უფლებები, თანასწორობის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის აკრძალვა, კიბერუსაფრთხოება, მართლმსაჯულება, ჯანსაღი გარემო.
კონვენციის მუხლების განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღმზრდელები, გაიმარტა ჯგუფური მუშაობა საინტერესეო დისკუსია კონვენციის მუხლების დანერგვაზე სკოლამდელ დაწესებულებებში, დაისახა სამომავლო პერსპექტივები ბავშვთა და მშობელთა ინფორმირებულობის ზრდის კუთხით ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.
ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძრვანელმა მამული ბუჭუხიშვილმა.
ტრენინგს ესწრებოდა, ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების, ბავშვთა უფლებების დაცვის კოორდინატორი, მაკა გაჩეჩილაძე.