2022 წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (დეკანი ნანა შონია) და პედაგოგიური ფაკულტეტეტის (დეკანი მამული ბუჭუხიშვილი) ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა ღასან ხალილმა, გაიმართა ღია ლექცია თემაზე; „ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა“.
ლექციის დამთავრების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, სტუდენტებსა და ლექციის წამყვანს შორის. სტუდენტებმა მადლობა გადაიხადეს დოქტორ ღასან ხალილის წიგნის, „ბავშვის უფლებები ისტორიული ევოლუცია“ ქართულ ენაზე თარგმნისათვის.
ფაკულტეტების ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი საჯარო ლექციების ორგანიზება მიიღებს სისტემატიურ ხასიათს.
შეხვედრას ესწრებოდა, უნივერსიტეტის რექტორის მოადგუილე, შალვა კირთაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაზე.