unicef-ის კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება

2022 წლის 3 მაისს ტყიბულის მნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლაში (დირექტორი ირინა ბერეკაშვილი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ტყიბულის მნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლა.

სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გაეროს ბავშვტა ფონდის (unicef) საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ღასან ხალილი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი -მამული ბუჭუხიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -სოფიო ბოჭორიშვილი, ტყიბულის მერიის წარმომადგენლები: ირაკლი მერკვილაძე, ზაზა გოჩელაშვილი, გრგოლ ჩიხლაძე, მზექალა კურტანიძე, რესურცენტრის ხელმძღვანელი- ირინა კორძაია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი -იმერი ბასილაძე, ბავშვის უფლებათა ექსპერტი ასოცირებული პროფესორი- ნატო ქობულაძე, ასოცირებული პროფესორი დავით შავიანიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.