2020 წლის 20 თებერვალს ბათუმში რეგიონული კონფერენცია Creative Caucasus გაიმართა, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, კურსდამთავრებულთა ქსელის კოორდინატორმა ქრისტინე მაღლაკელიძემ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სესიები კულტურის სფეროსა და შემოქმედებით საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა პანელ დისკუსია კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევების, ინოვაციური იდეებისა და ახალი გადაწყვეტების თემებზე სასაუბროდ.
Creative Caucasus რეგიონული კონფერენციაა, რომელიც 2015 წლიდან ტარდება და აერთიანებს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ფინელ პროფესიონალებთან ერთად, წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას.