ციფრული პროფესიები, კომპეტენციები და უნარები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახრურის კოორდინატორის თამთა კაპანაძის ორგანიზებით, 2020 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა დისკუსია აწსუ-ს სტუდენტებისათვის თემაზე: „ციფრული პროფესიები, კომპეტენციები და უნარები“

შეხვედრის განმავლობაში მსმენელებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ციფრულ პროფესიებს, კომპეტენციებს და უნარების ძირითად სქემებს.

შეხვედრა ჩატარდა კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით.