„სწავლების თანამედროვე მეთოდები“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მხარდაჭერით იმართება ონლაინ შეხვედრა აწსუ-ს სტუდენტბებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“
ღონისძიებას გაუძღვება მრავალი სასწავლო კურსის ავტორი , ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი სახელმწიფო მართვაში - ოთარ ბაღათურია.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. განათლება როგორც სწავლება და როგორც განმანათლებლობა;
2. სწავლა და სწავლება როგორც ჩვენი სახეობის ექსკლუზიური ფუნქცია;
3. სამყაროს შემეცნებითი არხები;
4. ჰოლისტური ადამიანის და საზოგადოების აღზრდა;
5. კაცობრიობის ევოლუცია და ცოდნის ადამიანის ეპოქა.
ონლაინ შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს 18:00 საათზე. ლაივის საშუალებით შემდეგ ლინკზე: https://cutt.ly/QklLNN0