I'm Remarkable ვორქშოფი

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით, IWD2021-ის ფარგლებში იმართება I'm Remarkable ვორქშოფი.

I'm Remarkable არის Google-ის ინიციატივა, რომლის მიზანია ადამიანების მოტივაციისა და თავდაჯერებულობის გაზრდა. ვორქშიპი გაიმართება 11 მარტს 15:00-16:00 საათზე საუნივერსიტეტო სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვორქშოფზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ დარეგისტრირებული პირველი 10 მონაწილე.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.  აპლიკაციები მიიღება 10 მარტის 12:00 საათამდე.
გთხოვთ, შერჩევის შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებთ ვორქშოფზე დასწრებას გვაცნობოთ დაუყონებლივ, რადგან სხვა დაინტერესებულ პირებსაც მივცეთ საშუალება ვორქშოფში მიიღონ მონაწილეობა.
მონაწილეობისთვის სერტიფიკატი არ გაიცემა.