აწსუ-ს ონლაინ იდეათონი

2022 წლის 5 აპრილს British Council-ის მხარდაჭერით დასტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ორგანიზებით და ინიციატივით ჩატარდა ონლაინ იდეათონი.

ონლაინ იდეათონის მარათონში მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანდნენ ჯგუფებად და წარადგინეს თავიანთი ინოვაციური ხედვა არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მიმდინარე წელს იდეათონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, კერძოდ მონაწილეები ჟიურის წინაშე წარსდგნენ ონლაინ ფორმატში.