BIG IDEA CHALLENGE 2022 - 60 წამიანი ვიდეო-ფიჩ კონკურსი

BIG IDEA CHALLENGE 2022 - 60 წამიანი ვიდეო-ფიჩ კონკურსის მონაწილეთა შესარჩევად განაცხადების მიღება დაიწყო: https://forms.gle/X8pbMaoWJLAfZg5i6

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსში წარადგენს 10 რჩეულ იდეას.
ოცნებობთ ერთ დღეს საკუთარი კომპანიის შექმნაზე?
👉 მაშინ, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, შემოიტანოთ განაცხადი საკუთარი იდეის განხორციელებისთვის, მოიგოთ 3000 გირვანქა სტერლინგამდე, მიიღოთ ბიზნეს მხარდაჭერის სესიები, მენტორობის პაკეტები და გაიაროთ 1-1 მენტორინგის დისტანციურ პროგრამა იდეის დასახვეწად! Big Idea Challenge - ვიდეო ფიჩინგ კონკურსი გაძლევთ შანსს, განავითაროთ თქვენი ინოვაციური იდეა და მოუყვეთ მსოფლიოს მის შესახებ!

🔻კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (ჩასქროლეთ ქვემოთ) და სარეგისტრაციო ფორმა მოცემულია ინგლისურ ენაზე, https://forms.gle/X8pbMaoWJLAfZg5i6 ვინაიდან კონკურსი არის საერთაშორისო ხასიათის და სამუშაო ენაა ინგლისური, შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
🎯 მიეცით ნებისმიერ იდეას თანაბარი შანსი - იქნება ეს ციფრული ტექნოლოგიის, სოციალური გავლენის მქონე პროდუქტის/სერვისის, თუ შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის საჭირო იდეა.
იხილეთ გასული წლის ფინალისტები და გამარჯვებულები: http://creativespark-bigidea.uk/
* აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსზე წარადგენს მხოლოდ 10 საუკეთესო გუნდს.
მოცემული ფორმა განკუთვნილია პირველადი რეგისტრაციისთვის, რომელსაც განიხილავს აწსუ-სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური, შემდეგ შედგება მცირე შეხვედრები და საბოლოოდ შეირჩევა 10 მონაწილე გუნდი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ფორმაში მითითებული ინფორმაცია არ არის საბოლოო და ტრენინგების შემდეგ კიდევ დაიხვეწება მანამ, სანამ მოხდება საბოლოო 60 წამიანი ვიდეო პრეზენტაციის ჩაწერა.

იდეების რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 აპრილი.
18-30 აპრილის პერიოდში ჩატარდება ონლაინ სესიები, სადაც განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს და შერჩეულ 10 კანდიდატს გექნებათ 1 კვირა საბოლოო სააპლიკაციო ფორმისა და ვიდეოს ჩასაწერად.

📑 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“  პროგრამა თქვენ გაძლევთ შანსს, მონაწილეობა მიიღოთ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "BIG IDEA CHALLENGE."