2021 წლის 11-14 ოქტომბერს საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი "პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ჰიდროენერგეტიკაში". ვორქშოპი ჩატარდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პეტერ ნოვაკმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ენერგო პრო ჯორჯიას და სემეკის წარმომადგენლების მონაწილეობა და მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ბატონმა შალვა კირთაძემ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა თეა კორძაძემ, ენერგო პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა გიორგი ტრაპაიძემ, სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ. მოხსენებები წარმოადგინეს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ვორქშოპის ფარგლებში გაიმართა სამაგისტრო პროგრამის "ელექტრო ენერგეტიკული მრეწველობის ტექნოლოგია" განხილვა, განხორციელდა ჰიდრო ელექტრო სადგურების დათვალიერება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.