აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის მიერ წარდგენილი სამი საგრანტო პროექტი გამარჯვებულია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის 2022 წელს გამოცხადებული საგრანტო პროექტების კონკურსის შედეგებით, დაფინანსდა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სამი პროექტი:

2022 წლის 2 დეკემბერს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტს ეწვია დელეგაცია მოლდოვის რესპუბლიკიდან, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა გამოცდილების გაზიარების მიზნით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში.
მოლდოვას დელეგაცია წარმოდგენლი იყო ქ.ჩადერ-ლუნგას მერის ანატოლი ტოპალის, მერის მოადგილის ვალენტინ კარას, ადგილობრივი კოორდინატორის ოლეგ ფაზლის, მერების ეკონომიკური ზრდისთვის UNDP-ს პროექტის მოლდოვაში კოორდინატორის ვალენტინ კროიტორუს სახით. მოლდაველ სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა UNDP თბილისის ოფისის M4EG პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი.

2022 წლის 22 დეკემბერს 14:00 საათზე, №1114 აუდიტორიაში გაიმართება საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის, საინჟინრო ტექნოლოგიების და სისტემების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, პეტრე კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომის "სიმძლავრისა და ენერგიის დანაკარგების განსაზღვრა და მათი შემცირების ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებები ქუთაისის მანაწილებელი ელექტრული ქსელის მაგალითზე" საჯარო დაცვა.

 





მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გაიმართა მექანიკა-მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ვიზიტი ქ. ქუთაისში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებულ, ტექნიკური ზეთების მწარმოებელ ქართულ-უკრაინულ კომპანიაში შპს "UG LUBRICANTS"-ში. ვიზიტი განხორციელდა კომპანიის ხელმძღვანელების ინიციატივით, დაფინანსებით და მიზანად ისახავდა ტექნოლოგიური პროცესის და ტექნიკური ბაზის გაცნობას. 

2022 წლის 15 დეკემბერს 14:00 საათზე №1114 აუდიტორიაში გაიმართება საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის, საინჟინრო ტექნოლოგიების და სისტემების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, დავით ჯაფარიძის სადისერტაციო ნაშრომის "რეაქტიული სიმძლავრის დამატებითი წყაროს ოპტიმალური შერჩევა ელექტროსისტემაში" საჯარო დაცვა.