საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზე 2011 წელს ჩამოყალიბდა მშენებლობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელიც წარმოდგენილია 1974 წელს გახსნილი ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფუნქციენირებადი „ავტომობილებისა და ტრაქტორების“ (1978 წ.), „შედუღებისა და საკონსტრუქციო მასალების“ (1978 წ.), შემდგომში რეორგანიზებული „ნავთობგაზსადენებისა და ტერმინალების მშენებლობისა და ექსპლუატაცის“ და „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის“ (1984 წ.) კათედრების გაერთიანებით. დეპარტამენტში არსებულ მშენებლობისა და ტრანსპორტის მიმართულებებზე ხორციელდება სწავლება აკადემიური პროგრამების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა, ასევე პროფესიული სწავლება ერთ მოდულურ და 4 საგნობრივ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სასწავლო პროცესს ემსახურება 4 პროფესორი, 18 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ პროფესორი. დეპარტამენტის ფარგლებში წარმართული სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები ბაზრისა და საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მიხედვით.
დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის როგორც გამოყენებითი, ასევე ფუნდამენტალური 6 საგრანტო პროექტი, რომლთა განხორციელებაში ჩართულია დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 საგრანტო პროექტი. მშენებლობის მიმართულებით პერიოდულად ხორციელდება ტრენინგ-მოდული სპეციალისტების გადამზადების მიზნით. თანამშრომლები მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში.