2022 წლის 24-26 აგვისტოს ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია გაიმართება ქ.ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.
კონფერენციის თემატიკაა:
1. მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;
2. ჰიდროაერომექანიკა;
3. დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
4. გამოყენებითი მექანიკა;
5. ანალიზის მონათესავე საკითხები.
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტში და ხელმოსაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
www.atsu.edu.ge - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
www.bsma.edu.ge - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
თეზისების წარდგენის ვადა
მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2022 წლის 15 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სათაური და თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე, A4 ფორმატის არაუმეტეს ორი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
გათვალისწინებულია მოხსენებათა თეზისების კრებულის გამოცემა. კონფერენციაზე გაკეთებული და შერჩეული მოხსენებები, რეცენზირების შემდეგ, ასევე გამოქვეყნდება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) ან Lecture Notes of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/lnt/lecturen.htm).
სარეგისტრაციო შესატანი
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 70 ლარი (მექანისკოსთა კავშირის წევრებისათვის - 50 ლარი). სარეგისტრაციო შესატანი შეიძლება ჩარიცხულ იქნეს თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: კავშირი „თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი“
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE26BG0000000181896100
თანხის დანიშნულება: მონაწილის (სახელი, გვარი) სარეგისტრაციო შესატანი 70 ლარი (მექანიკსოსთა კავშირის წევრებისათვის 50 ლარი).