საზაფხულო ბანაკი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები ენერგოეფექტიანობისათვის" პარტნიორობით იწვევს13-16 წლის მოზარდებს პროფესიული ორიენტაციის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2018 წლის 13-15 ივლისს.

მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ენერგოეფექტურობა, მწვანე მშენებლობა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა, თამედროვე მიდგომები და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები.
მონაწილეები ჩაერთვებიან სახალისო თამაშებსა და ჯგუფურ სამუშაოებში. საკუთარი ხელით დაამზადონ მზის ელემენტებზე მომუშავე მარტივ მოწყობილობას.
ბანაკი ხორციელდება პროექტის „მწვანე მშენებლობას საქართველოში - ახალი პროფესიული კადრები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა