დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული, მდიდარი ტრადიციების მქონე დეპარტამენტია. დეპარტამენტში ხორციელდება სტუდენტთა მომზადება პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. დეპარტამენტის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა როგორც დიზაინის, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით, თანამედროვე თეორიისა და პრაქტიკის, მატერიალური კულტურის ისტორიული და ტრადიციული მიმდინარეობების, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური მიღწევებისა და თანამედროვე ნაწარმის მხატვრული დაგეგმარების შესახებ.
„დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტს ემსახურება 5 პროფესორი, 7 ასოცირებული პროფესორი, 1 ემერიტუსი, 2 მასწავლებელი, 5 ხელშეკრულების პედაგოგი, 4 ლაბორანტი.
დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩაბმული სამეცნიერო–კვლევით სამუშაოებში, მოპოვებული აქვთ საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტები,. აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში, კონფერენციებში, პოდიუმებსა და გამოფენებში და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ.
დეპარტამენტში ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
მოდულური პროფესიული პროგრამები:
1. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი;
2. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება;
3. მხატვრული ქსოვილები.
საბაკალავრო პროგრამები:
1. გამოყენებითი დიზაინი;
2. მოდის დიზაინი და ტექნოლოგია.
სამაგისტრო პროგრამები:
1. კოსტუმის დიზაინი.
დამატებითი minor პროგრამები:
1. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგია;
2. მოდის დიზაინი;
3. ინტერიერის და ტექსტილის დიზაინი.