2022 წლის 15 ივნისს ჩატარდა საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ეხებოდა სურსათის ტექნოლოგიისა და უვნებლობის აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 7 თემა. კონფერენციაში მონაწილებდნენ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები: ქავთარაძე ხატია, ლაზარიაშვილი ანი, კახაია გიორგი, დანელია გიორგი, კაკოიშვილი ფატი, თავაძე თემური, ჩიტაია სალომე, ჩოგოვაძე ანანო, მჭედლიძე ლუკა.
ბაკალავრების მიერ წარმოდგენილი თემები ძირითადად მიმოხილვითი ხასიათის იყო და შეეხებოდა წარმოდგენილი კვლევის სფეროს უახლეს მიღწევებს და მის ანალიტიკურ შეფასებებს, ხოლო მაგისტრების მიერ წარმოდგენილი თემატიკა იყო კვლევითი ხასიათის, მათ შორის საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის ფარგლებშიც.
წარმოდგენილი თემების ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია. დამსწრე სტუდენტებისგან გამოითქვა სურვილები მომავალ სასწავლო წელს კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის შესახებ.