ევროპის კვლევების საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს. Consolidator Grant ითვალისწინებს დაფინანსებას 2 მილიონი ევროს ოდენობით 5 წლიან პერიოდზე. მესამე მხარის ქვეყნიდან ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნის პროექტში მკვლევრების ჩართვისა და უშუალო მონაწილეობისათვის შესაძლებელია დაფინანსება გაიზარდოს 750,000 ევროს ოდენობით.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, რომლესაც გააჩნიათ 7-12 წლამდე გამოცდილება სამეცნიერო სფეროში დოქტორის ხარისხის მიღებიდან.
განაცხადები მიიღება ნებისმიერი კვლევითი დარგის მიმართულებით.
კვლევა უნდა ტარდებოდეს კერძო ან საჯარო კვლევით ორგანიზაციაში, რომელშიც მუშაობს აპლიკანტი ან კვლევით ორგანიზაციაში, რომელიც მდებარეობს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოში.
ERC უპირატესობას ანიჭებს კვლევით პროექტებს, რომელთაც ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, სხვადასხვა ეროვნების მკვლევართა დასაქმებისა და პროექტში ჩართვის გზით.
Consolidator Grant ითვალისწინებს დაფინანსებას 2 მილიონი ევროს ოდენობით 5 წლიან პერიოდზე. მესამე მხარის ქვეყნიდან ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნის პროექტში მკვლევრების ჩართვისა და უშუალო მონაწილეობისათვის შესაძლებელია დაფინანსება გაიზარდოს 750,000 ევროს ოდენობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: