სამეცნიერო აქტივობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი ციტირების ინდექსია. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ამ მხირვ ახალ სერვისს სთავაზობს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს. ვისაც სურს საკუთარი ციტირების ინდექსის დადგენა Google Scholar-ის, Scopus-ისა და ტომსონის (Thomson Reuters | Web of Science) მონაცემთა გამოყენებით, გთხოვთ გვეწვიოთ!
თუ გსურთ მიიღოთ ჩვენგან ცნობა თქვენი სამეცნიერო შრომების ციტირების შესახებ, გთხოვთ მობრძანდეთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მესამე სართულზე, ოთახი 301. დაგეხმარებით ამ ინფორმაციის მოპოვებაში და თავად გაჩვენებთ როგორ დაადგინოთ საკუთარი ციტირების ინდექსი აღნიშნულ ბაზებში. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ იმეილით და მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, მამის სახელი და დარგობრივი მიმართულება. მაქსიმუმ 2 დღეეში მიიღებთ პასუხს აღნიშნული ბაზებში თქვენი სამეცნიერო აქტივობის შესახებ.