გაცნობებთ რომ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“, რომლის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა შეიმუშავონ პოლიტიკის დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები იწვევენ ორ ახალგაზრდა მკვლევარს საქართველოდან პოლიტიკის დოკუმენტების შესამუშავებლად.
აქვე გაცნობებთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტები უნდა გაგზავნონ 2019 წლის 25 ნოემბრამდე
გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ ბმულზე