გაცნობებთ რომ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონურსს.
გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (Georgia National Innovation Ecosystem-GENIE) ნაწილს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტის ძირითად პერსონალს (მკვლევართა ჯგუფს), რომელსაც გააჩნია მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერა კვლევისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომისათვის.
აქვე გაცნობებთ, დაინტერესებულმა პირებმა 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის 18:00 საათამდე - პროექტის კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია უნდა მოახდინონ GMUS-ის ბაზაში.
გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ ბმულზე