აკადემიური პერსონალის გამოქვეყნებების ანალიზის შედეგების გაცნობა

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების მიზანია ცენტრის მიერ ჩატარებული ერთწლიანი კვლევის პირველადი შედეგების წარდგენა ფაკულტეტებზე. აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებდა აკადემიური პერსონალის საჭიროებების შესწავლას სამეცნიერო კუთხით, მათ შორის სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენას და ამ მხრივ რეკომენდაციების შემუშავებას. შეხვედრები უკვე ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკურ, მედიცინის, პედაგოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტებზე.  შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება სტატისტიკური ინფორმაცია და ანალიზი კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ჭრილში არსებულ  ვითარებაზე გამოქვეყნებების თვალსაზრისით. აგრეთვე რეკომენდაციები შიდასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ.