კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აკაკი წერეთლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს ტრენინგს კვლევის თვისებრივ მეთოდებში. ტრენინგის მიზანია თვისებრივი კვლევის მეთოდების თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენების ტექნიკის დაუფლება. ტრენინგის პირველი ეტაპი გაგრძელდება ორ დღეს და მოიცავს 10 საათს. მონაწილეები გაეცნობიან ჯგუფებში ინტერვიუს ჩატარების ტექნიკებს, ჩატარებული ინტერვიუს ტრანსკრიპტისა და შედეგების ანალიზის დოკუმენტურ მეთოდს, ასევე მონაცემების წარმოდგენისას ჯგუფის დინამიკის შესწავლას და ტიპოლოგიზაციის ტექნიკას. ტრენინგის მეორე და მესამე სესია დაეთმობა კონტენტ ანალიზსა და დაფუძნებული თეორიას. მონაწილეები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობიან თვისებრივი კვლევის ამ მეთოდების მახასიათებლებსა და ანალიზის ტექნიკებს. პირველი სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებას - ინტერვიუს ტრანსკრიპტს, რომლის ჯგუფურ კოდირებასა და ინტერპრეტირებას (კონტენტ ანალიზის მიხედვით) დაეთმობა ტრენინგის მეორე ეტაპი 2 კვირის შემდეგ.
ტრენინგი ჯამში მოიცავს 15 საათს. (პირველი სესია - 10 საათი, მეორე სესია 2 კვირის შემდეგ -5 საათი).
ტრენინგს ჩაატარებს კვლევის განვითარებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი - თამთა კობახიძე, რომელიც მონაწილეებს გააცნობს აღნიშნული მეთოდების გამოყენების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ტექნიკებსა და ამ კუთხით უახლეს გერმანულ გამოცდილებას.
ტრენინგი გაიმართება პერიოდულად, აკადემიური პერსონალის მოთხოვნის შესაბამისად.
ჯგუფში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა - 15.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/gCdxb8BbnxD3cuWH9 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.