კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, 2022 წლის 24 და25 იანვარს, მონაწილეობა მიიღო BESTPRAC-EARMA-ს ვირტუალური შეხვედრაში, რომელიც განკუთვნილია მეცნიერების და კვლევის მენეჯმენტში ჩართული პირებისთვის. BESTPRAC ევროკავშირის დამფინანსებელი ორგანიზაცია COST-ის ფარგლებში დაფუძნებული ქსელია, ხოლო EARMA — კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების ევროპული ასოციაციაა.
ღონისძიების დასაწყისშივე BESTPRAC და EARMA გამოაცხადეს მთავარი სიახლეები ერთობლივ აქტივობებთან დაკავშირებით, მათ შორის, ევროპის მასშტაბით მეცნიერების მენეჯერებისთვის ახალი შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, ჩატარდა შეხვედრები პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სხვადასხვა სფეროების თაობაზე.