კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრმა, 2022 წლის 20, 25 და 26 იანვარს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ჩაატარა ტრენინგები სამეცნიერო ბაზებში რეგისტრაციის, პროფილების შექმნის,სამეცნიერო ბაზების მნიშვნელობის, მათი გამოყენებისა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს არამხოლოდ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების მიღწევა/დაკმაყოფილებას, არამედ აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, შესაბამისად ტრენინგები ჩატარდება ყველა ფაკულტეტზე ამა წლის მაისის ბოლომდე.