კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა კობახიძე მონაწილეობას იღებდა ერაზმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაში. დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის 10 წამყვან უნივერსიტეტს შორისაა, HERD პროექტში ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით.
ვიზიტს უშუალოდ მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC). ვიზიტის ფარგლებში, ჰერდ-ის პროექტის 12 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - ბატონ ზაზა მარუაშვილს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკებსა და გამოცდილებებს სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების მართვის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი დრეზდენის კონცეფციის სახელითაა ცნობილი და საქართველოში კვლევისა და განვითარების მიმართულების შემდგომი განვითარების ორიენტირად განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ჰერდ-ის პროექტის შედეგების მდგრადობის შენარჩუნებისა და ერთიანი ნაციონალური სამეცნიერო პორტალის უნიფიცირებაზე მიმართული აქტივობებიც.
HERD - ერაზმუს პლიუსის პროექტია, რომლის მიზანი საქართველოს უნივერსიტეტეში კვლევის მხარდაჭერის სერვისების განვითარებაა. პროექტის ფარგლებში იქმნება ერთიანი სამეცნიერო პორტალი, რომელიც ჩართულ მხარეებს საშუალებას მისცემს გააკეთონ ინფორმაციის გენერირება და ანალიზი ორგანიზაციაში მიმდინარე კვლევითი აქტივობების შესახებ.