25 და 27 მაისს, 16:00 საათზე კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრმა და ჰორიზონტ ევროპის ოფისის კოორდინატორმა, ნათია ქვაჩაკიძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონლს ინფორმაცია მიაწოდეს "ჰორიზონტ ევროპის" ეროვნული ოფისის მიზნებზე, პროგრამის შესაძლებლობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრები გაიმართება პერმანენტულად, ყველა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ინფორმირება, მხარდაჭერა და კვლევითი პოტენციალის გაძლიერება. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. შეთანხმების საფუძველზე საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა და პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, ისარგებლონ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
მომდევნო შეხვედრების განრიგი:
30 მაისი - 14:00 საათი - საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის;
31 მაისი - 13:00 და 15:00 საათი - პედაგოგიური და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი.