16-18 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ერაზმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“ კონსორციუმის წევრების შეხვედრა გაიმართა, სადაც კვლევის განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა კობახიძემ მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ,,T2.2 სტრატეგიული დაგეგმარება“ ჩატარდა ფინელი და პორტუგალიელი ექსპერტების მიერ. სამდღიან ტრენინგში 36-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა 8 ქართული უნივერსიტეტიდან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის.