„დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო აწსუ-ში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში, სადაც წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა მიერ შესრულებული:
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციები, როგორც ეროვნული მოტივებით, ასევე კოლექციები სხვადასხვა სტილისტურ თემებზე;
სველი თელვის ტექნიკით დამზადებული მხატვრული პანოები და აქსესუარები;
ბატიკის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული მხატვრული პანოები და აქსესუარები.
ჩატარებული იქნა მასტერკლასები სხვადასხვა ტექნიკის ქარგვაში.