ქალაქ ბათუმში სამეცნიერო პიკნიკზე!

28 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკს უმასპინძლა.

„დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა პიკნიკზე წარადგინა: ტანსაცმლის კოლექციები ძირითადად შესრულებული ეროვნულ მოტივებზე, თანამედროვე ახალგაზრდული კოსტუმის კომბინირებული კოლექციები დეკორატიული დეტალების ასიმეტრიული გადაწყვეტით. ფეხსაცმლის კოლექციები შექმნილი ქართული ტრადიციული ორნამენტის ფრაგმენტებით აპლიკაციებით, ტყავის, თექისა და ნაქარგობის გამოყენებით. სველი თელვის ტექნიკით წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებული საქართველოში ცნობილი ტექნიკით.