იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად იწვევს მსურველებს ტრენინგებში მონაწილეობისათვის, რათა შეიძინონ ახალი კვალიფიკაცია ან გადამზადნენ მეორადი ნედლეულის გადამუშავება/გამოყენების სფეროში მუშაობისათვის.
ტრენინგების თემატიკა შეესაბამება პლასტმასის ნაკეთობათა საწარმოებში საჭირო სამ ძირითად სპეციალიზაციას. კერძოდ, გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-მოდულებს:
•პლასტმასის მეორადი ნედლეულის დამხარისხებელი;
•პლასტმასის ნაკეთობათა ტექნოლოგიური პროცესის ოპერატორი;
•პლასტმასის ნაკეთობათა წარმოების მანქანა-დანადგარების ტექნიკოსი.
ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
ტრენინგები გაიმართბა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში 2018 წლის 12-14 ნოემბერს. ტრენინგების მონაწილეებს საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა გაიარონ პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოებში.
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: +431 248057