2018 წლის 16 ნოემბერს საინჟინრო-ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას - „თანამედროვე მეცნიერება და ინოვაციური პრაქტიკა“, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსების 85 წლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაარსების 50 წლის იუბილეს. კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 19 ორგანიზაციამ, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის ქვეყნების წარმომადგენლებმა.